Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია "ივანე ჯავახიშვილი – 149"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2025 წლის 23 აპრილს გამართავს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 149-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პროფესორ-მასწავლებელთა ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას – ივანე ჯავახიშვილი  – 149.

იმუშავებს შემდეგი სექციები:

·  ისტორია

·  ენათმეცნიერება

·  ლიტერატურათმცოდნეობა

·  კავკასიოლოგია

·  ფილოსოფია

·  ეთნოლოგია

·  არქეოლოგია

·  კულტურის კვლევები

·  ხელოვნებათმცოდნეობა

 

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი.

მსჯელობა – 5 წუთი.

 

საკონტაქტო ელ. ფოსტა:  research.humanities@tsu.ge

საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი

თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 აპრილი.

 

 

იხ. თეზისების გაფორმების წესი:

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word-სა და  იდენტური შინაარსის შემცველ  PDF-ში) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

 

1.      ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;

2.      თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;

3.      ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

4.      ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

5.      თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;

6.      3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;

7.      ფორმატი — A4

8.      შრიფტი —  UNICODE (Sylfaen)

9.      თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.

10.  ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.

11.  თეზისის მოცულობა:  500-600 სიტყვა.

12.  თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:

·         ავტორ(ებ)ი 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

·         სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

·         ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

·         ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

·         ბოლოს — საკვანძო სიტყვები.

თარიღი: 21/01/2025